primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

  • საზოგადოება
  • 31.03.2022
  • 15:16
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდამჭერი ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. საქართველოს ბანკის ჩართულობით, 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, საჯარო მეტყველების რიგით მეთერთმეტე კონკურსი ჩატარდა. პროექტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში 8 ფინალისტიდან 3 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი მარიამ ჯვარშეიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილი - ლუკა ნატრიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი - ნუცა ბეჟაშვილმა.

პირველ ადგილზე გასული მონაწილე ფინალურ ეტაპზე საქართველოს ლონდონში ონლაინ წარადგენს. წლევანდელი კონკურსის თემა იყო " Real choices are made without us realising it" (ჭეშმარიტი არჩევანი ჩვენდა უნებურად მიიღება).

"განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი უკვე მე-11-ე წელია უჭერს მხარს. პროექტის მიზანს ინგლისური ენის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის გამარჯვებულს, რომელიც საქართველოს ლონდონში წარადგენს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს განათლების მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობას, რათა მეტ ადამიანს მიეცეს სტიმული და წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსზე", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროექტის შესახებ:

The English Speaking Union საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი ლონდონში, 1918 წელს დაარსდა. ESU-ს მთავარი მიზანია ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთ გაგების განმტკიცება ინგლისური ენის საშუალებით. საქართველოში პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის. მონაწილეთა რიცხვმა კი დღესდღეობით მილიონამდე მიაღწია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge