png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინის ელჩის გაწვევა შეურაცხმყოფელი ნაბიჯია - გიორგი ხელაშვილი

  • კომენტარები
  • 31.03.2022
  • 19:07
უკრაინის ელჩის გაწვევა შეურაცხმყოფელი ნაბიჯია - გიორგი ხელაშვილი

უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევა არა მარტო გაუთვლელი და გაუგებარი, არამედ შეურაცხმყოფელი ნაბიჯია - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, მოძმე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიწვია საკუთარი ელჩი საქართველოდან, ჩვენ ამ ცალკე აღებულ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ავიღებთ ფართო პოლიტიკურ კონტექსტს, ბუნებრივია, ეს შეეხება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. ვფიქრობ, უკრაინის მხრიდან ეს არა მარტო გაუთვლელი და გაუგებარი, არამედ შეურაცხმყოფელი ნაბიჯია, ვინაიდან ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეეძლო და იმაზე მეტი, რაც საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას შეუძლია, რომელიც თვითონაც ოკუპაციის წინაშეა და არანაკლები უსაფრთხოების რისკები აქვს ვიდრე უკრაინას. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც მე ჩემს კოლეგებთან ერთად შევიტანე პარლამენტში, ეს არის დიპლომატიური მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში და ეს არის უანგარო ჰუმანიტარული დახმარება, რომლის მობილიზებაც ხდება როგორც მთავრობის, ისე მოსახლეობის მიერ, ეს არის სოლიდარობის გამოხატულება ყველგან. ქართველი ხალხი საკუთარ უსაფრთხოებაზეც კი არ ზრუნავს, მეორე ადგილზე აყენებს და წინა პლანზე მოაქვს უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა. ამ პირობებში სრულიად გაუგებარია ის დიპლომატიური ჟესტები, რასაც უკრაინის ხელისუფლება მიმართავს საქართველოს მიმართ. თუ უკრაინის ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული და ხალხი არაფერ შუაშია, ეს ასე არ არის, საქართველო წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის სახით და ნებისმიერი არამეგობრული ჟესტი უკრაინის მხრიდან, აღიქმება, როგორც საქართველოსადმი მიმართული არამეგობრული ჟესტი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ უკრაინაში არის ომი, რომ მთავრობა არათანმიმდევრულია ბევრ რაღაცაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, მსგავსი ნაბიჯები სცილდება მეგობრული ურთიერთობების ფარგლებს“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge