primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის მშვიდად ყურებას, ამ მხდალი მთავრობის პირობებში - ელენე ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 31.03.2022
  • 20:39
არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის მშვიდად ყურებას, ამ მხდალი მთავრობის პირობებში - ელენე ხოშტარია

არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის მშვიდად ყურებას, ამ მხდალი მთავრობის პირობებში - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხესთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას განცხადებით, თუ ამაზე არ საუბრობს მთავრობა, ჩვენ, საზოგადოებამ, "უნდა ვილაპარაკოთ და ვიბრძოლოთ, რომ არ დავუშვათ ჩვენი ტერიტორიების ანექსია".

"რუსეთის იმპერია კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინას, თავისუფალ ქვეყანას, და ემუქრება ჩვენს სახელმწიფოსაც. ცხინვალიდან და აფხაზეთიდან ძალიან საგანგაშო სიგნალები მოდის. ვნახეთ სიმონიანი, რუსული იმპერიალისტური პროპაგანდის და პუტინის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს და ღიად ამბობს, რომ აფხაზეთი რუსეთია. გაკეთდა განცხადებაც შესაძლო რეფერენდუმისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის შესახებ. და ყველაზე მთავარი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს მთავრობის დუმილი, უმოქმედობა და საგარეო საქმეთა მინსტრის მავნებლური განცხადება, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს.

ოსეთის მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია ანექსიის საფრთხის შესახებ, მაგრამ დღევანდელი ვითარება არსებითად განსხვავებულია. პირველი, ეს ხდება უკრაინაში ღია აგრესიისა და ომის პირობებში, როდესაც რუსეთი წაგების ზღვარზეა, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა სცენარები შეიძლება ჰქონდეს მას რეგიონებში და კონკრეტულად საქართველოში. მეორე, ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მთავრობა მარტოა დარჩენილი, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, საკუთარი პრორუსული და ანტიუკრაინული პოლიტიკის გამო. მთელი რიგი გადაწყვეტილებების გამო, მე ამ სიტყვების თქმას არ მოვერიდები, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომლის წარმომადგენელიც სულ ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდა, რომ 1991 წელს დსთ-ში უნდა შევსულიყავით. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის.

თუ ამაზე არ საუბრობს მთავრობა, ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა ვილაპარაკოთ და ვიბრძოლოთ, რომ არ დავუშვათ ჩვენი ტერიტორიების ანექსია. ეს არის კრახი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის, რომელიც თითქოს არგაღიზიანების პოლიტიკაა. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკა და ჩვენ ვნახეთ, რომ „არ გაღიზიანების“ ფონზეც, თუ რუსეთი გადაწყვეტს ჩვენი ტერიტორიების გატაცებას, მათ ხელს არაფერი შეუშლის, რადგან ვიქნებით მარტო.

რ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება გონივრულად მოიქცევა და არც მივმატრთავ მათ, თუმცა ვაფრთხილებ - თუ თქვენ გადაკვეთთ კიდევ ერთ ასეთ წითელ ხაზს, თქვენ მიიღებთ ძალიან მძიმე და მტკიცე პროტესტს. საქართველოს ასწლეულებისა და ათწლეულების განმავლობაში იმისთვის არ უბრძოლია, რომ ჩვენ, მხდალი ხელისუფლების პირობებში, დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაცია „ქართული ოცნებისა“ და რუსული პროპაგანდაა. ახლა დადგა მომენტი, როდესაც მთავარი საფრთხე, რუსეთი, დასუსტებულია და კიდევ უფრო დასუსტდება. ჩვენ კი გაგვეხსნება სივრცე, ჩვენი პრობლემების დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად მოსაგვარებლად.

არ ვაპირებთ, ჩვენი ტერიტორიების ანექსიის მშვიდად ყურებას, ამ მხდალი მთავრობის პირობებში!", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge