png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიჩუმით რაიმეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მოღალატეა - პაატა მანჯგალაძე

  • პოლიტიკა
  • 01.04.2022
  • 13:38
ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიჩუმით რაიმეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მოღალატეა - პაატა მანჯგალაძე

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიჩუმით რამეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტია, ან საკუთარი ქვეყნის მიზანმიმართული მოღალატე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "რეფერენდუმის" ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც  მან აღნიშნა, სამხედრო გზით ტერიტორიების დაბრუნება უნდა გამოირიცხოს, მაგრამ თუ დადგება მომენტი, რომ რუსეთი არ კმაყოფილდება უკვე მიტაცებული ტერიტორიით, საქართველომ თავდაცვაზე უნდა იფიქროს.

„კუდის ქიცინისა და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკას კარგი არაფერი მოაქვს, რადგან რუსეთს დაუცველი ერების ჩაგვრა ახასიათებს. მზად ვართ, ხელისუფლებას ყველა სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით გვედით დავუდგეთ. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ცხინვალის საკითხი. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედარებით ადეკვატურ განცხადებებს გენერალი ჩაჩიბაია აკეთებს, რომლისგანაც უნდა მოვისმინოთ, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ თუ დადგება მომენტი, რომ რუსეთი არ კმაყოფილდება უკვე მიტაცებული ტერიტორიით, საქართველომ თავდაცვაზე უნდა იფიქროს.

აშშ-მ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და სამი სახელმწიფოს – რუსეთის, ნიკარაგუისა და ეგზოტიკური სახელმწიფოების გარდა, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ყველა მხარს უჭერს. ახლა ქართულმა ხელისუფლებამ​ საერთაშორისო აზრის მობილიზება უნდა შეძლოს, რადგან სიჩუმე არ არის გამოსავალი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიჩუმით რამეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტია, ან საკუთარი ქვეყნის მიზანმიმართული მოღალატე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია".

ამასთან, ე.წ. პრეზიდენტის პარლამენტის "სპიკერმა" ალან თადტაევმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის" რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე "რეფერენდუმი" გაიმართება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge