png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნივთები, რომლებიც ყველა ავტომფლობელს უნდა ჰქონდეს

  • საზოგადოება
  • 01.04.2022
  • 18:23
 ნივთები, რომლებიც ყველა ავტომფლობელს უნდა ჰქონდეს

ბევრი მძღოლისთვის ავტომობილი ფუფუნების საგანია, ზოგისათვის კი მანქანა მხოლოდ და მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მანქანის მოვლა, რაც მის გამართულობასა და სისუფთავეში უნდა აისახოს.

ავტომობილის მოვლა ზოგს თავად შეუძლია, ზოგი კი ამისთვის სპეციალურ სერვისებს მიმართავს. მაგალითად, ბაბუაჩემი ყოველთვის ხუმრობდა, როდესაც ხედავდა, როგორ მიმყავდა ავტომობილი გასარეცხად ან ვულკანიზაციაში. სულ მიმეორებდა, რომ არაფერი უნდოდა ავტომობილის გარეცხვას, საბურავის დაბერვას ან თუნდაც ელემენტარული ჭანჭიკის გადაჭერას.

მის ავტოფარეხში მრავალ ისეთ ინსტრუმენტსა თუ დანადგარს გადააწყდებოდით, რომლითაც ოდნავ ხელმარჯვე მძღოლიც კი რაღაცას მოახერხებდა და მცირე დოზით მაინც შეძლებდა მანქანის შეკეთებასა თუ გასუფთავებას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, ასე თუ ისე, ავითვისე და მარტივი შემთხვევების დროს მის რჩევებს დღესაც ვიყენებ.

დღევანდელ ბლოგში მინდა, რამდენიმე საჭირო ნივთი თუ ატრიბუტი გაგაცნოთ, რომლებზეც ბაბუა ხშირად მიყვებოდა და რომლებიც თქვენი ავტომობილის მწყობრში მოყვანაში დაგეხმარებათ.

ინსტრუმენტების ნაკრები

ინსტრუმენტების ნაკრები როგორც ავტოფარეხში, ისე საბარგულშიც აუცილებელია, რადგან ყოველთვის შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქანჩის გასაღებები, სახრახნისები, მკვნეტარა, ბრტყელტუჩა და ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ნაკრებში შედის, შესაძლოა, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს დაგჭირდეთ. ამ ნაკრების საშუალებით შეძლებთ, მოუშვათ ან მოუჭიროთ ნებისმიერი ზომის ჭანჭიკი და რაც ყველაზე მთავარია - მისი დახმარებით აღარ მოგიწევთ მეზობლების შეწუხება სხვადასხვა ზომის ქანჩის გამო.

საბურავის ელექტროკომპრესორი

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც დილით სახლიდან გამოსულს საბურავი დაშვებული დაგხვედრიათ, ან ერთ-ერთ სუსტ საბურავს მუდამ სჭირდებოდა „დამატება“. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის აუცილებელი ელექტროკომპრესორი, რომელიც მარტივად, ყოველგვარი ძალისხმევისა და ვულკანიზაციის რიგში დგომის გარეშე მოგიგვარებთ პრობლემებს. მისი გამოყენება ძალიან მარტივია - კომპრესორის მილს საბურავზე ვამონტაჟებთ და სულ რამდენიმე წუთში წნევა სასურველ ნიშნულამდე აღწევს. ელექტროკომპრესორი ზომითაც საკმაოდ კომპაქტურია და, შესაბამისად, საბარგულშიც ძალიან მცირე ადგილს იკავებს.

აკუმულატორის დამტენი

ხანდახან მგონია, რომ ეს ინსტრუმენტი პირადად ჩემთვის გამოიგონეს, რადგან ხშირად მიწევს ავტომობილის დიდი ხნით გაჩერება, რაც აკუმულატორის განმუხტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

როდესაც "პერემიჩკებით" ვქოქავდი მანქანას, აკუმულატორის სრულად დასამუხტად, დამატებით 50კმ-ის გავლა მიწევდა. ეს პრობლემა საწვავის ხარჯშიც აისახებოდა. დამტენის ყიდვის შემდეგ, ძალიან მარტივად, დენის მინიმალური დანახარჯით, 100%-ით ვმუხტავ მანქანას. აკუმულატორის დამტენს უფრო ხშირად ცივ ამინდებში ვიყენებ, რადგან ჩემს ავტომობილს დაბალი ტემპერატურის დროს აკუმულატორის განმუხტვა კიდევ უფრო ხშირად სჭირდება.

სარეცხი დანადგარი

ადრე ერთ ავტოსამრეცხაოში დავდიოდი, რომლის გვერდითაც პატარა კაფე იყო, სადაც გემრიელ ყავაზე უარს არასდროს ვამბობდი. ერთხელ, კაფეს ვიტრინიდან გავყურებდი ჩემი სედანის რეცხვის პროცესს და ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, მეც მქონოდა ასეთი დანადგარი, რომლითაც თვითონ გავრეცხავდი მანქანას.

ინტერნეტში ძებნის დროს "თეგეტას" ონლაინ შოპ-ზე ზუსტად ასეთი დანადგარი ვიპოვე. ფასის ნახვის შემდეგ გამოვიანგარიშე და მივხვდი, რომ, თუ ამ დანადგარს განვადებით ვიყიდდი ავტომობილის სისუფთავისთვის თვეში იმაზე ნაკლებს გადავიხდიდი, ვიდრე ავტოსამრეცხაოში სიარულის შემთხვევაში.

სარეცხი დანადგარი საკმაოდ მრავალფუნქციური გამოდგა და დღემდე მეხმარება ავტომობილის იდეალურად გასუფთავებაში.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი ხელსაწყოები საკმაოდ კომპაქტური და გამოსადეგია, მით უმეტეს მათთვის, ვისაც საკუთარი ხელით უყვარს ავტომობილის მოვლა. ამ ინსტრუმენტების ფართო არჩევანი "თეგეტას" ონლაინ მაღაზიაშია წარმოდგენილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge