primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მაია სანდუმ განმარტა, რატომ არ უერთდება მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

  • მსოფლიო
  • 02.04.2022
  • 13:48
მაია სანდუმ განმარტა, რატომ არ უერთდება მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

მოლდოვა ვერ შეუერთდება დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან ამან შესაძლოა ქვეყანა დატოვოს გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე. ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

სანდუმ განმარტა, თუ რა შედეგებს გამოიღებს მოლდოვისთვის, რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესება.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ახდენს გავლენას მოლდოვის ექსპორტსა და იმპორტზე.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე ზოგადად, დეტალების გარეშე, ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა. მოდით განვიხილოთ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სანქციები ექსპორტისა და იმპორტის კუთხით: ჩვენ უკვე არ გვაქვს წვდომა არც უკრაინის, არც რუსეთის და არც ბელორუსის ბაზარზე. რადგან არსებობს დაბრკოლება - ომი. დაბლოკილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი ამ ქვეყნებთან", - განაცხადა სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და ჯერჯერობით ამ მიმართულებით გამოსავალი არ არსებობს.

"შეგვიძლია თუ არა, დღეს ქვეყანა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დავტოვოთ? არა, არ შეგვიძლია. არც ჩვენი მოქალაქეების და არც 100 000 უკრაინელი ლტოლვილისთვის, რომელთაგან 50 000 ბავშვია", - აღნიშნა სანდუმ.

სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვა "სარგებლობს დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით". "

უფრო მეტიც, ისინი შეეცდებიან კიშინიოვს ალტერნატიული [ენერგეტიკული] ვარიანტების მოძებნაშიც კი დაეხმარონ. თუმცა, მანამდე, ჩვენ ცხადია, რეალობის უგულებელყოფა არ შეგვიძლია“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტ ვალენტინა ურსუს შენიშვნაზე, რომ კიევი თითქოს "გაბრაზებულია მოლდოვის დამოკიდებულებით", სანდუმ უპასუხა:

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. მაგრამ არის გარკვეული რამ, რაც უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ქვეყნის ენერგორესურსების გარეშე დატოვებით და აქ [მოლდოვაში] სიტუაციის დესტაბილიზაციით ჩვენ ვერავის დავეხმარებით: არც მოლდოვას, არც უკრაინას და არც ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge