CNN: პუტინს სურს 9 მაისს დონბასში გამარჯვება აღნიშნოს
- მსოფლიო
- 03.04.2022
- 12:40
რუსეთმა გადახედა სამხედრო სტრატეგიას უკრაინის მიმართ და აპირებს დონბასისა და აღმოსავლეთ რეგიონების დაკავებისთვის ძალების მობილიზებას. ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განუცხადეს.
CNN -ის წყაროს ინფორმაციით, კრემლს სჭირდება დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რეგიონებზე 9 მაისისთვის კონტროლი დაამყაროს, რადგან მისთვის ამ დღეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. „პუტინს ამ დღეს სურს იზეიმოს თავის ომში რომელიმე გამარჯება მაინც“, - განუცხადა წყარომ ტელეარხს.
„პუტინი 9 მაისის გამარჯვების აღლუმს გამართავს ომის სტატუსისა თუ სამშვიდობი მოლაპარაკებების მიუხედავად“, - განუცხადა CNN-ს ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ემზადება ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომისთვის ჩეჩნეთის სცენარით.