png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უმძიმესი კადრები ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან

  • მსოფლიო
  • 03.04.2022
  • 14:53
უმძიმესი კადრები ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან

მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლდა, უკრაინელ სამხედროებს ადგილზე უმძიმესი ვითარება დახვდათ. გათავისუფლებულ ქალაქებში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, სადაც ოკუპანტების მიერ ჩადენილი არაერთი სისასტიკე იხილეს და ფოტო და ვიდეომასალა გადაიღეს.

ფოტოებზე ჩანს ცხედრები, დანგრეული ქალაქები, დამწვარი ავტომობილები და სახლები.

ცხედრები მიმოფანტულია ტროტუარებზე, გზებზე, ეზოებში. ზოგიერთ მათგანს ხელები ზურგსუკან თეთრი სახვევით აქვს შეკრული.

BBC-ის ინფორმაციით, ბუჩის მერმა ანატოლი ფედორუკმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ მას შემდეგ რაც უკრაინულმა ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს, ძმათა სასაფლაოზე უკვე 280 ცხედარი დაკრძალეს. მისი თქმით, განადგურებული ქალაქის ქუჩებში კიდევ უამრავი ცხედარია.

ფედორუკი ამბობს, რომ დაღუპულებს შორის არიან კაცები, ქალები და ბავშვები. მისივე თქმით, ქალაქის ქუჩებში უამარვი დაზიანებული ავტომობილია, სადაც ოკუპანტების მიერ დახოცილი ოჯახებია.

"ფრანს პრესისა" და როიტერის" ჟურნალისტების შეფასებით, რამდენიმე ცხედარი გზებზე რამდენიმე დღის ან შესაძლოა კვირების განმვალობაში იმყოფებოდა.

ბუჩის მერმა "როიტერს" უთხრა, რომ ეს ადამიანები რუსმა ოკუპანტებმა კეფაში სროლის შედეგად დახოცეს.

ჟურნალისტებს ადგილობრივები ოკუპაციის პირობებში ცხოვრების შესახებ უყვებიან: "ჩვენ ორი კვირა სარდაფში ვიმყოფებოდით. არ გვქონდა საჭმელი, შუქი, გათბობა, წყალს სანთლებზე ვათბობდით". ფედორუკის თქმით, ადამიანები მდინარე ბუჩანკაზე გადასვლის დროს დახოცეს.

"ბუჩაში მსხვერპლთა შორის არიან გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც ცდილობდნენ. არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბავშვები, მოხუცები, მამაკაცები, ბევრს ხელები აქვთ შეკრული, ჩანს წამების კვალი, ადმიანებს თავში აქვს ნასროლი", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი.

გაფრთხილება: მასალა შეიცავს შემაძრწუნებელ დეტალებს, კადრებსა და ფოტოებს.

უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების მიერ განადგურებულ მსოფლიოს უდიდეს სატვირთო თვითმფრინავთან. ჰოსტომელი, კიევის ოლქი

ოკუპანტების მიერ განადგურებული ხიდი ირპინის შესასვლელში. ირპინი, კიევის ოლქი

ცხედრები ქალაქ ბუჩის ქუჩაში. აქ და კიევის ოლქსი სხვა დასახლებებში, რუსული ჯარების უკუქცევის შემდეგ, მრავალი ცხედარი იპოვეს. უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, ისინი რუსი სამხედროების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში განადგურებული ტანკის გვერდით რუსი ჯარისკაცების დანახშირებული ცხედრები მოსჩანს.

უკრაინელი სამხედროები განადგურებულ ავტომანქანასთან, რომელშიც მძღოლის ცხედარია. კიევის ოლქი

ხის ჯვრები ირპინის ტყეში. აქ დაკრძალულები არიან კიევის ოლქში ბრძოლების დროს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები.

ცხედრები და დამწვარი მანქანები კიევთან ახლოს გზატკეცილზე

განადგურებული რუსული ტანკები ბუჩაში

ცხედრები ბუჩის ქუჩებში

უკრაინის დროშა სოფელ კოზაროვიჩის ქუჩაში, კიევის ოლქი

ფოტოები: EPA, Reuters, AFP, AP

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge