5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
- სამართალი
- 04.04.2022
- 16:57
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე კოპალიანმა 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიული ხელშეშლის საქმეზე შვიდი პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა
თედო ბურდული - 3 წელი;
გიორგი წარუაშვილი - 1 წელი და 3 თვე;
გენო გერმანიშვილი - 3 წელი;
გიორგი მაღრაძე - 1 წელი და 3 თვე;
ზაზა ჭაავას - 1 წელი;
გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი;
ურად დევლარიშვილი - 1 წელი.
აღნიშნული ეპიზოდი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, "ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200