png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლიეტუვამ რუსეთის ელჩი გააძევა

  • მსოფლიო
  • 04.04.2022
  • 18:09
ლიეტუვამ რუსეთის ელჩი გააძევა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირება გადაწყვიტა და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება უბრძანა.

ლიეტუვის ხელისუფლება ასევე ხურავს საკონსულოს კლაიპედაში. ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. 

„ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომელიც განიცდის რუსეთის მხრიდან უპრცენდენტო აგრესიას და ამცირებს რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

 მინისტრმა აღნიშა, რომ ლიეტუვა სასტიკად გმობს სიმხეცეს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ბუჩასა და უკრაინის სხა ქალქებში  სასტიკ ხოცვა-ჟლეტას, რომელი აუცილებლად შევა ევროპის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების სიაში.

„სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ასევე შესაძლოა, ვნახოთ საზარელი სამხედრო დანაშაულების მეტი მაგალითი. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ არ იქნება დავიწყებული“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც იუწყებიან, ლიეტუვამ კონსულტაციებისთვის რუსეთიდან გამოიწვია ელჩი ეიტვიდას ბაიარუნასი.

ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში

შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტული იყო რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.

რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.

ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ოკუპანტებისაგან გათავისუფლებული კიევის ოლქის დასახლებებში, რუსი სამხედროების მიერ დახოცილი 410 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ზურგსუკან ხელები აქვს შეკრული და თავში აქვთ ნასროლი. ცხედრებზე ჩანს წამების კვალი. ასევე ნაპოვნის სარდაფებში დახოცილი ადამიანები. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.

აგრესორი ქვეყნის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ფოტო-ვიდეო კადრები, სადაც ნაჩვენებია მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები არის "კიევის რეჟიმის მორიგი პროვოკაცია" და "კიდევ ერთი პროდუქტი დასავლური მედიისთვის".

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge