შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა
- პოლიტიკა
- 05.04.2022
- 10:48
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 5-6 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართავს.
დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200