png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ -კობახიძე

  • კომენტარები
  • 05.04.2022
  • 11:47
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ -კობახიძე

ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ, აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა. 

კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, აქვს ერთი მარტივი მიზეზი.

"რაც უკვე არა ერთხელ ვთქვი, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან, რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ამასაც რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უკრაინელი მეგობრების, სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესების რეალიზებაში.

როდესაც ერთ მხარეს არის ადამიანი რადიკალურ ოპოზიციაში, ერთ ქვეყანაში და მეორე ქვეყანაში არის ხელისუფლების ნაწილი, ნებისმიერი ალოგიკური ნაბიჯი ასეთ დროს ბუნებრივია, მოსალოდნელია და ეს არის სამწუხარო უნიკალური მოცემულობა, რაც ახასიათებს დღევანდელ რეალობას. გამოსავალი იქნებოდა, წლების მანძილზე ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ყველგან ურევენ ვითარებას, სადაც კი შეუძლიათ, ამ შემთხვევაში, უკრაინაშიც მხოლოდ ამაში შეაქვთ წვლილი, სიტუაციის არევაში, ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც არიან. მათ შორის სააკაშვილი დღემდეა, ფორმალურად თუ არა ფორმალურად, რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი უკრაინის ხელისუფლებაში.

როგორც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე თავად უკრაინისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის, ბუნებრივია, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ სამწუხაროდ სხვა არჩევანი გააკეთა და დღესაც სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები არიან ამ ხელისუფლების ნაწილი, რაც სამწუხაროდ, უკრაინას არ წაადგება იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც დღეს არის შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge