ჩეხეთმა უკრაინაში Т-72 ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გაგზავნა
- მსოფლიო
- 05.04.2022
- 21:53
ჩეხეთმა უკრაინაში რამდენიმე ათეული Т-72 ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაგზავნა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Echo24 ავრცელებს.
ჩეხეთმა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა არამოდერნიზებული საბჭოთა პერიოდის Т-72 ტანკები, რომელიც რეზერვში ჰქონდა. უკრაინაში გაიგზავნა ჩეხოსლოვაკიის წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც. (ბმპ-1).
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ევროპის საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ონდრჟეი ბენეშიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს დახმარება ის არის, რაც უკრაინის არმიას სჭირდება, მისივე თქმით, ჩეხეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მომავალშიც გაუწევს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200