png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია ომის დანაშაულებში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს - ბორის ჯონსონი რუს ხალხს

  • მსოფლიო
  • 06.04.2022
  • 00:07
თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია ომის დანაშაულებში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს - ბორის ჯონსონი რუს ხალხს

თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია ომის დანაშაულებში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს, - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს. მისი ვიდეომიმართვა ტვიტერზე ვრცელდება და პირველი და ბოლო ფრაზა რუსულ ენაზეა. „რუსეთის მოქალაქეებო, თქვენ იმსახურებთ სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ იმას, რომ იცოდეთ ფაქტები“, - ამბობს ჯონსონი.

პრემიერი კიევთან მდებარე ქალაქებზე საუბრობს, რომლებიც რუსეთის ჯარებმა დატოვეს და სადაც უკრაინის ხელისუფლებამ და ჟურნალისტებმა ათობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე ნახეს.

„ბუჩაში, ირპინსა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილმა სიმხეცემ მთელი მსოფლიო შეძრა. მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობები, მათ ხელები შეუკრეს და დახვრიტეს. ქალები გააუპატიურეს თავიანთი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ. ნახევრად დამწვარი ცხედრები მოთავსებულია საერთო საფლავებში ან უბრალოდ დატოვებულია ქუჩებში გასახრწნელად“, - ამბობს ჯონსონი.  

„მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი ხელისუფლება ამ ფაქტებს გიმალავდეთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ თქვენ ამ ყველაფერს ნახავთ, მხარს არ დაუჭერთ ომს. მან იცის, რომ ეს დანაშაულები ყოველი რუსი დედის ნდობას ღალატობს, რომელიც შვილს ომში აცილებს. და მან იცის, რომ ეს ლაქად დარჩება თავად რუსეთზე“, - ამბობს ჯონსონი.

ის რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს დააყენონ VPN- პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გვერდი აუარონ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაბლოკილ დამოუკიდებელ საინფორმაციო რესურსებს. „სიმართლის გაგების შემდეგ კი გაუზიარეთ ის სხვებსაც. ისინი, ვინც ამის უკან დგანან, ყველაფრისთვის პასუხს აგებენ, ისტორია არც მათ დაივიწყებს, ვინც ამ ყველაფერს თვალი აარიდა“, - განაცხადა ჯონსონმა.

მიმართვა მან რუსულ ენაზე დაასრულა: თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია ომის დანაშაულებში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge