png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

100 000 თუთის ნერგი მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის მცირე მეწარმეებს

  • ეკონომიკა
  • 19.02.2016
  • 18:00
100 000 თუთის ნერგი მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის მცირე მეწარმეებს

საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ "ასკანელი ძმები" და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა  საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან  შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი საჩუქრად გადასცეს –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია "ასკანელი ძმების“ დამფუძნებლის, ჯიმშერ ჩხაიძის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.  

პრემიერ–მინისტრმა ჯიმშერ ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა „ასკანელი ძმების“ მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ამ წარმატებული თანამშრომლობით, ქართული მეაბრეშუმეობა გადარჩება და განვითარდება.

 „ერთი წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, სადაც მოვიწვიეთ უცხოეთში მოღვაწე ქართველები. ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და არის წარმატებული ბიზნესმენი,  ვთხოვეთ შეექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც  სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიებზე იმუშავებდა. მისი მეშვეობით შეიქმნა საქართველოში მეაბრეშუმეობის აღორძინების კონცეფცია.  ჩვენ მოვუწოდეთ ქართველ ბიზნესმენებს, დაგვხმარებოდნენ კონცეფციის განხორციელებაში.  ძალიან სასიხარულოა, რომ წამოწყებას გამოეხმაურა „ასკანელების ჯგუფის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, რომელმაც სხვა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად,  სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უზბეკეთიდან, შემოიტანა 100 000 თუთის ნერგი და  აჩუქა სახელმწიფოს,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრემიერ–მინისტრმა მოუწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ორგანიზებულად დაურიგონ ნერგები  მცირე მეწარმეებს და მიაწოდონ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია. მისივე თქმით, მეაბრეშუმეობა არის წვრილ მეურნეობებზე დაფუძნებული მოდელი, რომლის აღორძინებაც წვრილი წარმოების განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობა ასევე შეაფასა კომპანია „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ.

„ამ ნერგების დარიგებით მეაბრეშუმეობის განვითარებას შეეწყობა ხელი. ეს ზოგადად მოსახლეობის დასაქმების და მეაბრეშუმეობის გადარჩენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიხარია, რომ სახელმწიფო ამ პროცესში ძალიან მონდომებულია, საინტერესო პროექტების განვითარებას უწყობს ხელს და აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია არსებულ ვითარებაში,“–აღნიშნა ჯიმშერ ჩხაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge