primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ვინ არიან პუტინის ქალიშვილები?

  • მსოფლიო
  • 07.04.2022
  • 00:01
ვინ არიან პუტინის ქალიშვილები?

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა.

ფართო საზოგადოებისთვის პუტინის ქალიშვილების, მათი პირადი ცხოვრების ან საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მათზე პუტინიც თითქმის არასდროს საუბრობს.

როგორც ცნობილია, ყოფილი მეუღლის ლუდმილა პუტინასგან მას ორი ქალიშვილი ჰყავს - მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა. უცნობია ჰყავს თუ არა პუტინს სხვა შვილები.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კატერინა ტიხონოვა არის "კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც რუსეთის მთავრობას ეხმარება თავდაცვის ინდუსტრიაში".

"ხოლო ვორონცოვა ხელმძღვანელობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, რომელშიც კრემლი დებდა მილიარდობით დოლარს გენეტიკური კვლევებისთვის და მას პირადად კურირებს პუტინი", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

2015 წელს, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, პუტინმა თავი აარიდა კითხვებს მისი ქალიშვილების ვინაობის შესახებ.

"ჩემი ქალიშვილები რუსეთში ცხოვრობენ და განათლება მხოლოდ რუსეთში მიიღეს, ვამაყობ მათით. ისინი თავისუფლად საუბრობენ სამ უცხო ენაზე. მე არასოდეს არავისთან ვესაუბრები ჩემს ოჯახზე", - თქვა მაშინ პუტინმა ქალიშვილების სახელების მითითების გარეშე.

"ისინი ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით და აკეთებენ ამას ღირსეულად", - დასძინა მან.

დასავლეთის მედიის ხელთ არსებული ცნობების თანახმად, მარია ვორონცოვა 36 წლისაა, ხოლოდ კატერინა ტიხონოვა 35 წლის.

მარია და კატერინა პუტინის და მისი ყოფილი მეუღლის ლიუდმილას ქალიშვილები არიან. პუტინი და მისი ყოფილი მეუღლე 1983 წელს დაქორწინდნენ, როდესაც ის KGB-ს ოფიცერი იყო, ხოლო ლიუდმილა ბორტგამცილებელი. მათი ქორწინება 30 წელი გაგრძელდა. ისინი 2013 წელს გაეყარნენ.

"ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება. ჩვენ თითქმის არ ვხედავთ ერთმანეთს, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ცხოვრება", - თქვა მაშინ პუტინმა.

მარია ვორონცოვა (მარცხნივ) მშობლებთან ერთად 2007 წელს

მარია ვორონცოვა 1985 წელს დაიბადა. სწავლობდა ბიოლოგიას სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, ხოლო მედიცინას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სააგენტო Reuters-ი 2015 წელს იტყობინებოდა, რომ ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და კარიერას იკეთებს ენდოკრინოლოგიაში. ასევე მედია იუწყებოდა, რომ ვორონცოვა დაქორწინებულია ბიზნესმენ იორიტ იოოსტ ფაასენზე და ცხოვრობს ნიდერლანდებში.

2022 წლის მარტში გამოცემა Follow The Money დაუკავშირდა ფაასენს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინის ქალიშვილზე დაქორწინებული არასდროს ყოფილა.

ვორონცოვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია. 2017 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე "ჰიპოფიზის ჯუჯის მქონე ბავშვების მკურნალობა ზრდის ჰორმონის პრეპარატებით: სამედიცინო და ეკონომიკური ასპექტები".

როგორც BBC-ის რუსულმა ბიურომ გაარკვია, მარია ვორონცოვა არის კომპანია "ნომეკოს" თანამფლობელი, რომელიც მონაწილეობს რუსეთის ჯანდაცვის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში. პუტინის ოჯახის ახლობელმა BBC-ის დაუდასტურა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილია.

კატერინა ტიხონოვა

პუტინის უმცროსი ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა, როგორც 2015 წელს სააგენტოები Reuters-i და Bloomberg-ი იტყობინებოდნენ, "ეროვნული ინტელექტუალური განვითარების" ფონდის დირექტორია.

გარდა ამისა, ტიხონოვა პუტინის ქალიშვილად არის მოხსენიებული აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის 2018 წლის 6 აპრილის პრეს-რელიზში. თავად პუტინს არასდროს დაუდასტურებია და არც უარყვია მასთან ნათესაური კავშირი.

ამბობენ, რომ მარია და კატერინა დიდ დროს არ ატარებენ პუტინთან. პუტინს შვილიშვილებიც ჰყავს. მან ახსენა ისინი 2017 წელს, მაგრამ არ უთქვამს რამდენი შვილიშვილი ჰყავდა ან რომელი ქალიშვილისგან.

"ჩემს შვილიშვილებს რაც შეეხება, ერთი უკვე საბავშვო ბაღში სწავლობს. გთხოვთ, გაიგოთ, არ მინდა, რომ ისინი გაიზარდონ, როგორც სამეფო პრინცები. მინდა, რომ ისინი ნორმალურ ადამიანებად გაიზარდონ", - თქვა მან.

წყარო: BBC

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge