კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია
- მსოფლიო
- 08.04.2022
- 15:24
დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი არტიომ დეხტიარენკო Facebook-ზე წერს. დაშავდა და დაიჭრა 300-ზე მეტი ადამიანი.
დეხტიარენკოს თქმით უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„გამოვავლენთ და დავსჯით დამნაშავეებს“, - აღნიშნა დეხტიარენკომ.
დღეს, 8 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
სარაკეტო დარტყმის დროს ვაგზალზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციას ცდილობდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200