png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანნი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი - ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.04.2022
  • 17:44
ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანნი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი - ზურაბიშვილი

ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდევაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის ეზოში, 9 აპრილთან დაკავშირებით მიღებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 9 აპრილი საქართველოსთვის კიდევ სხვაგვარი მაგალითია, ეს ქვეყნის უახლესი ისტორიის ის პერიოდია, როცა საზოგადოება შეკრული და ერთიანი იყო.

"სწორედ დღეს, საჭიროა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ერთიანობის საფუძვლებს, ვუპასუხოთ საზოგადოებაში არსებული ეროვნული თანხმობის მოთხოვნას არა მხოლოდ მოწოდებებით და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, არამედ ქმედებით. ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს თანხმობის ერთობლივ დოკუმენტამდე, რომელმაც უნდა ასახოს ჩვენი საერთო ხედვა და საერთო ნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საზოგადოება უკვე თანხმდება ყველაზე მთავარზე – ერთიანი  დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანში.

„ჩვენ ერთიანები ვართ ევროინტეგრაციის გზის არჩევანში. ერთიანები ვართ კანონის უზენაესობის არჩევანში. დღეს ასევე ერთიანები ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენი მანიპულირება, ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა და ჩვენს მიერ არჩეული გზიდან გადახვევა. ჩვენ თუ ჩვენს თავში ვიქნებით დარწმუნებულნი, გაერთიანებულნი ჩვენი მთავარი პრინციპების ირგვლივ და შევძლებთ, რომ არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანი, სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს და ბოლომდე დავიცვათ, ეს იქნება 9 აპრილის კიდევ ერთი გამარჯვება. 9 აპრილის მაგალითი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მხოლოდ ერთიანობით, ერთსულოვნებით და ერთიანი მომავლის ხედვით შეუძლია საქართველოს გაუძლოს ამ საუკუნის გამოწვევებს, როგორც გაუძლო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდევაც.

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან. ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება, უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ერთმუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ეხება ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, რომლებთანაც ბოლოს და ბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge