პრეზიდენტმა მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
- საზოგადოება
- 09.04.2022
- 17:45
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში 9 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა [გარდაცვალების შემდეგ] სახალხო პოეტ მიხეილ (მიხა) ხელაშვილს.
მიხეილ ხელაშვილი იყო 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და "შეფიცულთა რაზმის" წევრი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200