უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს
- მსოფლიო
- 10.04.2022
- 09:53
უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს - ამით, ოკუპანტი ქვეყანა ყოველწლიურად 6 მილიარდ დოლარს დაკარგავს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ მიიღო. უკრაინის პირველი ვიცეპრემიერის, იულია სვირიდენკოს ინფორმაციით, მტერი ვეღარ დააფინანსებს ომს უკრაინაში, უკრაინიდან მიღებული ფულით.
"რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს ყოველწლიურ სავალუტო შემოსავალს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი ამ თანხებს ვერ მიიღებს და ომის დასაფინანსებლად ვერ გამოიყენებს," - თქვა სვირიდენკომ.
რუსული წარმოების პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაშიც განაცხადეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200