primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

9 ქალი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა კიევის შემოგარენში გააუპატიურეს, ორსულად არის - ლუდმილა დენისოვა

  • მსოფლიო
  • 12.04.2022
  • 13:45
 9 ქალი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა კიევის შემოგარენში გააუპატიურეს, ორსულად არის - ლუდმილა დენისოვა

უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკეების სულ უფრო ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ NYT-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომ დაფიქსირებულია შემაძრწუნებელი სექსუალური ძალადობის შემთხვევები რუსი სამხედროების მხრიდან ბუჩასა და სხვა ქალაქებში. დენისოვას განცხადებით, კიევის შემოგარენში, ბუჩაში 14-დან 24 წლამდე ასაკის ქალები და გოგონები ერთ-ერთი სახლის სარდაფში 25 დღის განმვალობაში ჰყავდათ გამოკეტილი და მათზე ძალადობდნენ, დენისოვას თქმით, მათგან ცხრა ქალი ორსულად არის. 

როგორც დენისოვა აღნიშნავს, ოკუპანტები ძალადობას უკრაინის წინააღმდეგიბისთვის შურისძიების მიზნით მიმართავენ, ასევე რუსი ჯარისკაცები სექსუალურ ძალადობას იყენებენ, როგორც უკრაინელი ქალების წინააღმდეგ ომის იარაღს.

ამის გარდა,  სხვადასხა ისტორია მოისმინეს და უკრაინელი ქალების გაუპატიურების მტკიცებულებები ნახეს  BBC-ს ჟურნალისტემაც

კიევიდან 70 კმ-ში, ერთ-ერთ დასახლებაში მედიის წარმომადგენლებს 50 წლის ანამ (სახელი შეცვლილია) თავისი შემაძრწუნებელი ისტორია უამბო. მისი თქმით,  7 მარტს, ქმართან ერთად სახლში იმყოფებოდა, როდესაც მათთან ოკუპანტი შეიჭრა. იარაღით მუქარის ქვეშ, სახლიდან გაიყვანა, ქუბრძანა ტანსაცმელი გაეხადა და გააუპატიურა.

ანას თქმით, კიდევ ოთხი ჯარისკაცი მივიდა. „გავიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მათ ის წაიყვანეს. ამის შემდეგ ის აღარ მინახავს“, - თქვა ანამ.

სახლში დაბრუნებულ ანას ქმარი მუცელში დაჭრილი დახვდა.

„ის ჩემს დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ესროლეს“, -თქვა ანამ. ინტენსიური ბრძოლების გამო მან საავადმყოფოში ქმრის წაყვანა ვერ მოახერხა, ორი დღის შემდეგ ის მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

იმავე დასახლებაში ჟურნალისტებმა კიდევ ერთი თავზარდამცემი ისტორია მოისმინეს.

ადგილობრივი მცხოვრები ქალი სამხედროებმა გააუპატიურეს და მოკლეს. მისი მეზობლები ამბობენ, რომ ეს იმავე სამხედრომ გააკეთა, რომელმაც ანა გააუპატიურა. ქალი 40 წლის იყო. ის სახლიდან გაიყვანეს და მეზობელ სახლში გააუპატიურეს, რის შემდეგაც ყელი გამოჭრეს. ქალი სახლის ეზოში დაასაფლავეს.

ჟურალისტების ვიზიტის შემდეგ პოლიციამ ცხედრის ექსჰუმაცია მოახდინა. სხეული ტანსაცმლის გარეშე იყო -  ყელის არეში დიდი ჭრილობით.

კიევის ოლქის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა ჟურნალისტებს კიდევ ერთი საქმის შესახებ აცნობა, რომელსაც ის იძიებს. კიევიდან 50 კმ-ში ერთ-ერთ დასახლებაში ოჯახი - 30 წლის ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი სოფლის განაპირას ცხოვრობდა.

 „9 მარტს რუსეთის არმიის რამდენიმე ჯარისკაცი მათ სახლში შეიჭრა. ქმარი ცდილობდა ცოლისა და ბავშვის დაცვას. ის ეზოში მოკლეს“, - თქვა ნებიტოვმა.

„ამის შემდეგ ორმა სამხედრომ ქალი არაერთხელ გააუპატიურა. ისინი მიდიოდნენ და ისევ ბრუნდებოდნენ. სამჯერ დაბრუნდნენ მის გასაუპატიურებლად. ემუქრებოდნენ, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, მის პატარა ბიჭს რამეს დაუშავებდნენ“, - აღნიშნა კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა.

როდესაც ოკუპანტები მიდიოდნენ, მათ სახლი დაწვეს და ძაღლები დახოცეს. ქალი შვილთან ერთად გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას მიმართა.

მანამდე ცნობილი გახდა, 33 წლის ნატალიას (სახელი შეცვლილია) უძიმესი ისტორია. კიევის ოლქში მას ხუთი რუსი ოკუპანტი რამდენიმე  დღის განმავლობაში აუპატიურებდა, მისი ქმარი კი სახლის ეზოში მოკლეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge