png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბორის ჯონსონსა და მის ცოლს ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო დააჯარიმებენ

  • მსოფლიო
  • 12.04.2022
  • 18:13
ბორის ჯონსონსა და მის ცოლს ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო დააჯარიმებენ

ბრიტანეთის პოლიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს და მის ცოლს კერის, ლოკდაუნის დროს, დაუნინგ-სტრიტზე გამართულ წვეულებაში მონაწილეობისთვის დააჯარიმებს.

„პრემიერმა დღეს მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ პოლიცია მის დაჯარიმებას აპირებს. სხვა დეტალები არ ვრცელდება“, - ციტირებს ბრიტანული მედია დაუნინგ-სტრიტის წარმომადგენლის სიტყვებს.

მისივე ცნობით, დაჯარიმების შესახებ შეტყობინება მიიღო დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მდივანმა რიში სუნაკმაც.

ჯონსონმა ბრიტანეთის მთავრობის აპარატის უფროსი თანამშრომლის სიუ გრეის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დაუნინგ-სტრიტზე სკანდალური წვეულების შესახებ, ბოდიში მოიხადა.

2020-2021 წლებში დაუნინ-სტრიტზე სავარაუდოდ, რამდენიმე წვეულება გაიმართა, იმ დროს, როდესაც ლონდონში მკაცრი ლოქდაუნი იყო გამოცხადებული.

კონკრეტულად, 2021 წლის 16 აპრილს, ბრიტანელი საჯარო მოხელეები ორ სხვადასხვა ღონსიძიებაზე შეიკრიბნენ, რომელიც ადმინსიტაციაში კომუნიკაციების ყოფილი დირექტორის ჯეიმს სლეკისა და ჯონოსნის ერთ-ერთი პირადი ფოტოგრაფის  სამსახურის დასრულბისადმი იყო მიძღვნილი.

ამის გარდა, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის მაისში ლოქდაუნის მიუხედავად, სამთავრობო რეზიდენციაში ორგანიზებული იყო კიდევ ერთი წვეულება. პრემიერმა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო პარლამენტში ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ თავიდან სიტუაციაში ვერ გაერკვა და ეს მხოლოდ „სამუშაო ღონისძიებად“ მიიჩნია. 

წვეულებებთან დაკავშირებულმა ინფორმაციებმა ბრიტანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge