png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თითოეული გვერდი გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს "ქართული ოცნება" ცივილიზებულ სამყაროს - მელია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

  • პოლიტიკა
  • 13.04.2022
  • 12:38
თითოეული გვერდი გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს "ქართული ოცნება" ცივილიზებულ სამყაროს -  მელია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ყველა გვერდი გვაჩვენებს ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას და იმას, თუ როგორ გვაშორებს "ქართული ოცნება" ცივილიზებულ სამყაროს.

"თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს ქართული ოცნება ცივილიზებულ სამყაროს, თითოეული გვერდი გვაჩვენებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე", - ამბობს მელია.

მელიამ აღნიშნა, რომ ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დასკვნაა.

"საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება ნათქვამი, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ვერანაირი დასკვნა და ჩვენი პარტნიორების ვერანაირი რჩევა ვერ მოიტანს ქვეყნის გადარჩენის მთავარ წინაპირობას - ქართული ოცნების მართვის სადავეებიდან ჩამოშორებას. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ერთად მისაღები გადაწყვეტილებაა - ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყარო ვართ და ვისი ისტორიული მისიაცაა ამ 85 გვერდში მოყოლილი ჯოჯოხეთიდან ჩვენი ქვეყნის ამოყვანა", - თქვა მელიამ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენმა გუშინ, 12 აპრილს 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემებზე, შესაბამისი უწყებების მიერ თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე, რომლებიც, სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge