primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები - მიხეილ სარჯველაძე

  • პოლიტიკა
  • 13.04.2022
  • 12:53
ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები - მიხეილ სარჯველაძე

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმდენად მკაფიოა, რომ ის არ ტოვებს სივრცეს რაიმე მანიპულაციებისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის. ამიტომ, ნურავინ ეცდება, რომ ფაქტების შელამაზების ან მთელი სიმართლის ართქმის გზით დამახინჯებულად წარმოადგინოს ანგარიშის არცთუ უმნიშვნელო დეტალები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტში მიმოხილულია და დაფასებულია ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა ქვეყანას გასული წლის მანძილზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით.

„გუშინ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ანგარიში ტრადიციულად მაღალი სტანდარტების მიხედვით არის ჩამოყალიბებული. ამდენად, იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგარიში იმდენად მკაფიოა, რომ ის არ ტოვებს სივრცეს რაიმე მანიპულაციებისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის. ამიტომ, ნურავინ ეცდება, რომ ფაქტების შელამაზების ან მთელი სიმართლის ართქმის გზით დამახინჯებულად წარმოადგინოს ანგარიშის არცთუ უმნიშვნელო დეტალები. დოკუმენტში მიმოხილულია და დაფასებულია ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლის მანძილზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. მაგალითად, წინასწარი პატიმრობის რაოდენობის შემცირება, ამნისტია და პატიმართა რიცხვის შემცირება, პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია და სხვა. ანგარიშში ასევე არის გადმოცემული ინფორმაცია ისეთი ფაქტების შესახებ, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ან/და პოლიტიკური ინტერესით ხასიათდება და რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოგვისმენია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები.

„შესაძლებელია გადაჭრით ითქვას, რომ თუ არა ყველა, უდიდეს უმრავლესობა შემთხვევებში, მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, რომ ეხილათ საქართველო, მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია. ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. ანუ, იქ, სადაც საკმარისი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, ანგარიშში მითითებულია, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ან სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სახეზე იყო დარღვევა. ასეთი ვითარება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „პოლიტიკური პატიმრობის“ საკითხთან დაკავშირებითაც არის. ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები (სხვათა შორის ზუსტად იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა). ამ ფაქტის შესახებ, რომ ანგარიშში აუცილებლად იქნებოდა მითითებული, ეს გასაკვირი არავისთვის არ გახლავთ. მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით იქნებოდა ამის შესახებ აღნიშნული – დაისმებოდა რაიმე კითხვის ნიშანი სააკაშვილის პატიმრობის განსხვავებულ მოტივაციაზე თუ სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებაზე მითითებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ანგარიშში იმ დანაშაულებზე არის საუბარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

„ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის სხვათა შორის საუბარი, რომლებშიც არის მხილებული სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება გახლავთ მიმდინარე. ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ მაგალითად ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. საზოგადოება, როგორც ყოველთვის, არ წამოეგო რადიკალური ოპოზიციის და პარტიულ მედიასაშუალებათა ამ უსუსურ ინსინუაციებს და არ მოტყუვდა ამ პრიმიტიული ფოკუსებით. ამას მოწმობს, მათ შორის, სოციალური ქსელის მომხმარებელთა რეაქციებიც. ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული და რაც არ არის ფართოდ დისკუსირებულიც საზოგადოების მიერ, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიც და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილი. ეს ეხება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილებს, ისე კრიტიკულსაც. მაგალითად, კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმის დაჩქარებული წესით მიღების მიზანშეუწონლობაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს სწორი და ცალსახა დამოკიდებულება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მთლიანობაში ანგარიში ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

„საკუთრივ ანგარიში საკმაოდ მოცულობითია. მასში უმნიშნელოვანესი ტენდენციებია გაშუქებული (მათ შორის აღნიშვნას იმსახურებს და მადლიერებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევები). შეჯამების სახით შესაძლებელია ითქვას, რომ მთლიანობაში ანგარიში ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. მასში ზედმიწევნით სწორად არის დანახული ის სფეროები და გამოწვევებიც, რომელთან მიმართებაშიც გვმართებს სამომავლოდ ყურადღების გამახვილება ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისა და სწორი აქცენტების გასაკეთებლად. ეს დოკუმენტი ჩვენთვის ძალიან კარგი წყაროა არა მხოლოდ ინფორმაციისთვის, არამედ იმის განსასაზღვრად, თუ რა მიმართულებებით უნდა განვავითაროთ ქვეყანა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ანგარიში ძალიან დაგვეხმარება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის შევსების უმნიშვნელოვანეს პროცესში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge