png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არესტოვიჩი ადასტურებს, რომ მარიუპოლში საზღვაო ქვეითების ნაწილი ტყვედ ჩავარდა

  • მსოფლიო
  • 14.04.2022
  • 11:49
არესტოვიჩი ადასტურებს, რომ მარიუპოლში საზღვაო ქვეითების ნაწილი ტყვედ ჩავარდა

მარიუპოლში  36-ე დანაყოფის „აზოვის პოლკთან“ შეერთების დროს საზღვაო ქვეითების ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა დაადასტურა.  

ამასთან, მან უარყო რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ათასზე მეტი დატყვევებულის შესახებ.

მისი თქმით, დატყვევებული საზღვაო ქვეითების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.  „ნაწილი ({36-ე ბრიგადის} წავიდა „აზოვთან“ შესაერთებლად, ნაწილი კი სხვა ადგილის გასარღვევად, რადგან ისინი გაიყვნენ და გადაწყვეტილებები სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. ის ნაწილი, რომელიც სხვა მიმართულებით წავიდა, მოექცა საარტილერიო და საავიაციო დარტყმების ქვეშ, დაკარგა ძალიან ბევრი ადამიანი და ბრძოლის დროს ტყვდ ჩავარდა“, - განუცხადა არესტოვიჩმა მედიას.

მისივე თქმით, დანაყოფის ნაწილმა, რომელმაც ალყა გაარღვია და „აზოვის“ პოლკს შეუერთდა, კვლავ მზად არის ბრძოლის გასაგრძელებლად. განხორციელებული ოპერაციის შედეგად კი მარიუპოლის თავდაცვა გაძლიერდა.

„ეს ძალიან ძლიერი სამხედრო ქმედებაა. დანაყოფი ორი დღის განმავლობაში გადიოდა მარშრუტს. ის გადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიას... „აზოვი“ უზრუნველყოფდა ამ მარშრუტს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, გუშინ არესტივიჩმა განაცხადა, რომ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში საზღვაო ქვეითების 36-ე დანაყოფმა რთული და სარისკო მანევრის შემდეგ ალყა გაარღვია და „აზოვის“ პოლკს შეუერთდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge