primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს ლოგიკურია - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 14.04.2022
  • 15:24
„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს ლოგიკურია - ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, ყველა ერთად, „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად, რომელიც არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო უკრაინაში საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა.

„იდეალურად ლაგდება ყველაფერი. სხვათა შორის, გუშინ იყო მათი მხრიდან საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა, ამ ფორმით ვიზიტის განხორციელების ჩაშლის მცდელობა. იცით, რაც იყო გუშინ ჩვენი შეთავაზება – ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი. ამის შემდეგ გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი და პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც  ერთი – მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ამავე დროს, ასევე ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის „ომის პარტია“, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი არის, რომ „ქართულ ოცნებას“ სამარცხვინო პოზიცია აქვს უკრაინასთან მიმართებაში“, – კობახიძის განმარტებით, ვიზიტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციით ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა.

ამავე დროს, კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.

„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, ყველა ერთად, „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად, რომელიც არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. გამოდის რა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ამ ფეიკს ავრცელებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია, „ომის პარტია“, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, ეს არის ძალიან სიმბოლური, ნიშანდობლივი და ძალიან კარგი. პოლიტიკურ ჯგუფში იგულისხმებოდა ფართო გაგებით პოლიტიკური ჯგუფი. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც არის პარლამენტში წარმოდგენილი, იქნება ასევე წარმოდგენილი დელეგაციაში. ნუ, „ნაცმოძრაობის“ გარდა, რაც გასაგებია.

ეს არის ერთი – პოპულიზმი და ამასთან ერთად მათი საკვანძო ინტერესი. მათი საკვანძო ინტერესი არის ის, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი და ამასთან წინააღმდეგობაშია მათი წამოსვლა დელეგაციასთან ერთად. მათ უნდათ, გააგრძელონ ის რიტორიკა და ქმედებები, რომლის მიზანია საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში აღარ შედიოდა ამ ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში წასვლა. შესაბამისად, ერთი – ეს არის პოპულიზმი და მეორე – მათი ინტერესი, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტის მთავარი გზავნილი და მიზანია სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს მიმართ.

„ეს არის ჩვენი მხრიდან მთვარი გზავნილი. ამასთან ერთად, განხილული იქნება კონკრეტული თემებიც, თუმცა ზედმეტად ვერ დავამძიმებთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს. გარკვეული თემები, რა თქმა უნდა, იქნება განხილული, მაგრამ მთავარი მიზანი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge