მოლდოვამ გეორგიევსკის ლენტი და "Z" და "V" სიმბოლოები აკრძალა
- მსოფლიო
- 14.04.2022
- 19:36
მოლდოვის პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამხედრო აგრესიის - გეორგიევსკის ლენტისა და "Z" და "V" სიმბოლოების აკრძალვას ითვალისწინებს. ინფორმაციას უკრაინული მედია Newsmaker-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანონპროექტს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, მოლდოვაში აიკრძალება სიმბოლიკები და ატრიბუტები, რომელიც სამხედრო აგრესიის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პროპაგანდას შეიცავს.
აღნიშნულ სიმბოლოებს მიეკუთვნება შავ-ნარინჯისფერი ლენტი, რომელსაც გეორგიევსკის ლენტს უწოდებენ, ასევე ასოები "Z" და "V". დამზადება, გაყიდა, გავრცელება, ამ ატრიბუტებისა და სიმბოლოების გამოყენება, ასევე მათი გამოყენება სამხედრო აგრესიის მხარადჭერის მიზნით დაჯარიმდება 4 500-9 000 ლეით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო 30-60 საათიანი არაანაზღაურებადი სამუშაოთი.