სუს-მა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- სამართალი
- 15.04.2022
- 16:44
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს".
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურმა ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის სპეცსამსახურებს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხაად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ვიზიტზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200