png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გამოიწვევს უარყოფით შედეგებს - მარია ზახაროვა

  • მსოფლიო
  • 15.04.2022
  • 18:27
ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გამოიწვევს უარყოფით შედეგებს - მარია ზახაროვა

ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გამოიწვევს უარყოფით შედეგებს  ჩრდილოეთ ევროპაში მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის, ასევე გავლენას მოახდენს რუსეთთან ურთიერთობაზე, - ამის შესახებ აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„გასაგებია, რისთვის სჭირდება ეს ალიანსს. მისი მიზანია გააგრძელოს სამხედრო პოტენციალისა და გეოგრაფიული ექსპანსიის გაფართოება, რუსეთის საფრთხისთვის კიდევ ერთი ფლანგის შექმნა. მაგრამ გაუგებარია რაში სჭირდებათ ჩვენს ფინელ და შვედ მეზობლებს ბალტიის რეგიონში, გადაიქცეს ნატო-ს ბლოკსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალ საზღვრად? ჩრდილეოთ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უარყოფითი შედეგები ნათელია“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას აზრით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობა ვერ გააძლიერებს ფინეთისა და შვედეთის ეროვნულ უსფრთხოებას, ისინი „ავტომატურად მოხვდებიან ნატო-ს წინა ხაზზე“. „უფრო მეტიც, ნატო-ში წევრობა მოიაზრებს ფაქტობრივ უარს სუვერენიტეტზე თავდაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე საშინაო პოლიტიკაშიც“, - განაცხადა ზახაროვამ და აღნიშნა, რომ „არჩევანი შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლებაზეა“.

„მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ ასეთი ნაბიჯის შედეგები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის და საერთოდ ევროპის  უსაფრთხოების არქიტექტურისათვის, რომელიც ახლა კრიზისულ მდგომარეობაშია, - აღნიშნა ზახაროვამ.

ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხის განხილვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დაიწყო. ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერდა, რომ ორივე ქვეყანა ალიანსში, შესაძლოა, უკვე 2022 წლის ზაფხულში გაწევრიანდეს.

ნატო-ში გაერთიანების შემდეგ ფინეთს ალიანსის წვერ ქვეყნებს შორის ყველაზე გრძელი საზღვარი ექნება რუსეთთან - 1 300 კმ-ზე მეტი. ფინეთ-რუსეთის საზღვარი სანქტ-პეტერბურგიდან 200 კმ-შია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge