primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციის გამგზავრება ძალიან დადებითი ნიშანია - კელი დეგნანი

  • პოლიტიკა
  • 15.04.2022
  • 20:49
უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციის გამგზავრება ძალიან დადებითი ნიშანია - კელი დეგნანი

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციის გამგზავრება ძალზედ დადებითი ნიშანია.

კელი დეგნანის განცხადებით, ის გახარებულია, რადგან ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, გრძელდება.

"ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელეგაცია არის მრავალპარტიული დელეგაცია, რაც გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა უკრაინის სუვერენიტეტისა ​და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასე რომ, ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.

ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან. ვფიქრობ, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, მედიის და იმის გამო, რომ პირდაპირ საუბრის შესაძლებლობა არ არის. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, გრძელდება", - განაცხადა კელი დეგნანმა.

დეგნანის თქმით, უკრაინისა და საქართველოს დაპირისპირებთ თუ ვინმე სარგებელს ნახავს, ეს მხოლოდ რუსეთია.

"ძალიან გვამხნევებს ამ ერთიანობის ხილვა. ახლა ის დროა, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათლად განაცხადონ, რომ სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა ეს მიუღებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge