ოკუპანტებმა ოლექსანდრიის აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 16.04.2022
- 13:43
რუსმა ოკუპანტებმა კიროვოგრადის ოლქში, ქალაქ ოლექსანდრიის აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე კიროვოგრადის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი რაიკოვიჩი ავრცელებს.
„გვიან ღამით, მტრის რაკეტებმა ქალაქ ოლექსანდრიამდე მიაღწიეს, რომელიც მოხვდა აეროდრომის ინფრასტრუქტურას. არიან დაღუპულები და დაშავებულები’, - აღნიშნა რაიკოვიჩმა.
მისი თქმით, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს საავარიო-აღდგენითი სამუშაოები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200