png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მარიუპოლის დამცველების განადგურება რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილს დაუსვამს - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 16.04.2022
  • 19:46
მარიუპოლის დამცველების განადგურება რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილს დაუსვამს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველების განადგურება რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილს დაუსვამს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა.

ზელენსკიმ მედიას რუსეთთან მოლაპარაკებებზე ესაუბრა, რომელიც ბუჩისა და ბოროდიანკის შეამდეგ ჩიხში შევიდა.

„მარიუპოლი, შესაძლოა, იყოს ათი ბოროდიანკა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება, წერტილს დაუსვამს ყველა მოლაპარაკებას. რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი ტერიტორიებითა და ჩვენი ხალხით. და რაც უფრო მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული გახდება“, - თქვა ზელესნკიმ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიუპოლის დამცვლების დასახმარებლად, მაგრამ რუსები მათგან დანებებას მოითხოვენ.

„სიტუაცია რთულია. ჩვენი სამხედროები ბლოკირებულები არიან, ბლოკირებულები არიან დაჭრილები. იქ ჰუმანიტარული კრიზისია, არ არის საკვები, წყალი, მედიკამენტები. ამის მიუხედავად, ბიჭები იცავენ {ქალაქს}. ამიტომ გრძელდება მოლაპარაკებათა პროცესი, სიმართლე გითხრათ, მარიუპოლთან დაკავშირებით მომლაპარაკებლების ნდობა არ გვაქვს. ჩვენ ველაპარაკებოდით, რომ გახსნილიყო ჰუმანიტარული დერეფნები. გვინდოდა დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების გამოყვანა. მაგრამ რუსეთმა უარი თქვა“,  - განაცხად ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ ხელისუფლებას კავშირი აქვს მარიუპოლის დამცველებთან.

„მათ იციან, რომ დღეს ასრულებენ ყველაზე მძლავრ მისიას. მტერი შიშობს, რომ მტრის {მარიუპოლის დამცველების} რაოდენობა ექვსჯერ მეტია. მარიუპოლს ბლოკირების რამდენიმე წრე აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge