სამართალდამცველები გატაცებული სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ
- სამართალი
- 22.02.2016
- 10:06
ამ დრომდე უცნობია 17 წლის სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელი. ოჯახი მას უკვე მეოთხე დღეა ეძებს. ქვემო ფონიჭალის პოლიციის განყოფილებასთან ოჯახის წევრები და ნათესავები მოზარდის დაბრუნების მოლოდინში გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილები.
ისინი სამართალდამცველებისგან დროულ რეაგირებას და 17 წლის გოგოს დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
სამართალდამცველები კი გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ. პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა იმ არასრულწლოვანი ბიჭის დედაც, რომელსაც ბაირამოვები 17 წლის გოგოს გატაცებაში ედავებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200