png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა, საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 19.04.2022
  • 11:39
სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა, საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი - ირაკლი კობახიძე

სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა, საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი - ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს.

„ბუნებრივია, სანქციებთან დაკავშირებით უკრაინას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი, რაც აბსოლუტურად გასაგებია. ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით არის ცხადი და ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა, ასევე ისიც ვთქვით, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება.

რაც შეეხება სხვა თემებს, საუბარი იყო რუსულ პროდუქციაზე: იმპორტ-ექსპორტი ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შენ როგორც კი შეზღუდვას დააწესებს, მას აქვს ბევრად მეტი ბერკეტი, რომ 10-ჯერ უფრო მძიმე ტკივილი მოგაყენოს და არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი საკითხების განხილვა. უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და თავისი სუბიექტური ინტერესები აქვს, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ დააწესოს სანქციები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები და დავიცავთ ამ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მათ შორის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. აქეთკენ არის ჩვენი ნაბიჯები მიმართული, აქ გვიწევს დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება სანქციების არდაწესებას, ეს გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge