ნიდერლანდები უკრაინას ჯავშანტექნიკას გადასცემს
- მსოფლიო
- 19.04.2022
- 18:33
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის.
ამის შესახებ პრემიერი Twitter-ზე წერს.
„ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის დროს თავდაცვის მინისტრმა და მე გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის ახალი იერიშის დაწყებასთან დაკავშირებით.
ნიდერლანდები უკრაინას მიაწვდის მეტ მძიმე ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ დამატებით მძიმე ტექნიკის გადაცემის შესაძლებლობას“, - წერს რუტე Twitter-ზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200