რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბა
- მსოფლიო
- 19.04.2022
- 19:25
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დეპუტატ სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტარუტა ამბობს, რომ ნანგრევებში 300-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან ბავშვები.
„რუსმა ფაშისტებმა „აზოვსტალის რაიონში, საავადმყოფოზე მძლავრი ბომბი ჩამოაგდეს, ჩემი ინფორმაციით, ნანგრევებში 300-მზე ადამიანი იმყოფება. საავადმყოფოს ერთ ნაწილს თავს აფარებდნენ დაჭრილი დამცველები და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად, რადგან დანგრეულ ქალაქში დასამალი არსად არის“, – წერს სერგეი ტარუტა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200