png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა - გიული ალასანია

  • კომენტარები
  • 20.04.2022
  • 18:33
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ და ექიმებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

გიული ალასანიამ და ექიმებმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან საკითხზე არანაირი რეაგირება არ არის.

"არის საგანგაშო მდგომარეობა, ჩემთვის რომ არის ფაქტია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყველასთვის არის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ეს ეხება, საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი, რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. საერთოდ მნიშვნელოვანია იმ მოვლენებისთვის, რომლის მოწმეებიც გავხდით რაც ხდება უკრაინაში.

ჩემთვის პირველ რიგში ჯანმრთელობაა პრიორიტეტი, ეს თემა გახდა ძლაიან რუტინული, ჩვევაში გადავიდა და ადამიანი ზის და ზის... რა მოხდა და ერთეულები არიან, რომლებიც ახსენებენ და მათი ძალიან მადლიერი ვარ. თაკო, მადლიერი ვარ შენი და კიდევ რამდენიმე არიან... დღეს მომეწონა, რომ ბევრ ქალაქში იყო გამოსვლა, რომელიც ეძღვნებოდა ჩემს შვილს და მის ჯანმრთელობას.

მოგიწვიეთ, რომ მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ თითქოს ყველა ხერხს მივმართეთ, ყველას მოგმართეთ თხოვნით, რომ რაღაცნაირად ვუშველოთ ამ ადამიანს. იმიტომ რომ დიაგნოზი დაისვა თავიდანვე, ჩამოვიდა ადამიანი, დაიწყო შიმშილობა და გარკვეული დროის შემდეგ დაუმძიმდა მდგომარეობა და დაესვა დიაგნოზი. სხვადასხვა ექიმმა იქ რამდენიმე კომისია შეიქმნა და საბედნიეროდ ყველას დიაგნოზი დაემთხვა ერთმანეთს...

მაგრამ არავითარი რეაქცია იქიდან არ არის. ნახვის შესაძლებლობა თუ მოხნდა ახლა თვეში ერთხელ შეუძლია ოჯახის წევრს შეაღწიუოს ძალიან მოკლე დროით და ეს არის მთელი ფუფუნება. ადვოკატებსაც ძალიან უჭირთ ურთიერთობა, კონფიდენციალური ხო უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის".., - ამბობს გიული ალასანია.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის თხოვნით ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენ პრეზიდენტს მიმართა არაერთხელ, თუმცა არავითარი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ამასობაში მისი მდგომაროება დამძიმდა. ახლა თავადაც ლაპარაკობს, რომ არის ავად და უსათუოდ სჭირდება გადაუდებლად მკურნალობა. დღესაც მოსამართლემ პენიტენციურ სისტემას მიმართა, რომ თქვენ უნდა მოაწესრიგოთ და მიხედოთ. მარიამ ჯიშკარიანი გამოვიდა და თქვა – ეს იგივეა, რუსებს მოთხოვონ ბუჩაში დაამყარონ წესრიგიო, ფაქტობრივად ეს ვითარება გვაქვს. ვიყავი პოლონეთში, შევხვდი იქ კაჩინსკის, იქ გავიცანი პრემიერი, ყველა მოწადინებულია ყველანაირად, ყველაფერი გააკეთა იმ ხალხმა, ჩამოვიდა პრეზიდენტი, პრემიერი, საგარეო მინისტრი, ლიტვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, გაყვანასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გამო, მაგრამ მაინც არაფერი იძვრის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge