png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინიდან რუსეთში ნახევარი მილიონი ადამიანი გადაასახლეს - რადას დეპუტატი

  • მსოფლიო
  • 20.04.2022
  • 21:29
უკრაინიდან რუსეთში ნახევარი მილიონი ადამიანი გადაასახლეს - რადას დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადას ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკიტა პოტურაევმა ევროპარლამენტარებს განუცხადა, რომ  ნახევარი მილიონი უკრაინელი მათი თანხმობის გარეშე დეპორტირებულია უკრაინიდან  რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. იუწყება „ამერიკის ხმა“.

უკრაინა ამ მოქალაქეებს უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევს. პოტურაევმა წითელ ჯვარს მიმართა დაეხმაროს რუსეთში გადასახლებული უკრაინის მოქალაქეების მოძებნასა და მათთან კავშირის დამყარებაში.

 „სამწუხაროდ, ამ ადამიანებთან  დაკავშირების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვავქვს “, - უთხრა პოტურაევმა ევროპარლამენტის დეპუტატებს ვიდეოჩართვისას.

უკრაინელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებულია რუსეთში გადასახლებული ხალხის გაურკვეველი მდგომარეობის გამო.

 „ჩვენ ვიცით, უკრაინის მოქალაქეებისთვის  მოწყობილი ე.წ. საფილტრაციო ბანაკების შესახებ. ეს წითელი ჯვრის საქმიანობის ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა -  იპოვონ დეპორტირებულები, რათა გავიგოთ რა ხდება მათ თავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - განაცხადა პოტურაევმა.

წითელი ჯვრის წარმომადგენლის ალექსანდრ ბოივინის ინფორმაციით, ორგანიზაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, რუსეთის მთავრობის 12 მარტის დადგენილებაში მითითებულია 95 909 ადამიანის ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებმაც უკრაინა დატოვეს, მათ შორის ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდანაც.

მანამდე რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მარიუპოლიდან 138 014 მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთში გაიყვანა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge