ავსტრიამ რუსულ ნავთობზე უარი თქვა
- მსოფლიო
- 21.04.2022
- 16:14
ავსტრიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვა. ინფორმაციას გაზეთი Kurier-ი OMV Group-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნავთობის შესყიდვის მოცულობა რუსეთში ყოველთვის ძალიან დაბალი იყო. ომის დაწყების შედეგ ჩვენ ის ნავთობის სხვა ბაზრით ჩავანაცვლეთ“, - განაცხადა ასტრიული კომპანიის წარმომადგენელმა.
ქვეყნის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციის მონაცემებით, 2021 წელს ავსტრიული ნავთობის იმპორტის მხოლოდ 7,8% ანუ 596 ათასი ტონა რუსეთის ფედერაციიდან შევიდა. ამასთან, ავსტრიაში ნათობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი უკვე დიდი ხანია ყაზახეთია - ამ ქვეყანაზე მთელი იმპორტის 38,9% მოდის. მეორე ადგილზეა ლიბია (22,1%), მესამეზე - ერაყი (20,7%).
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200