ზელენსკი მარიუპოლის დებლოკადას სამხედრო გზით არ გამორიცხავს
- მსოფლიო
- 21.04.2022
- 22:40
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ ბლოკირებული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების გათავისუფლება შესაძლებელია ორი გზით: სამხედრო და დიპლომატიური. ზელენსკის თქმით, სამხედრო გზის რეალიზაციისათვის საჭიროა პარტნიორებს მხრიდან იარაღის მიწოდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„არსებობს სამხედრო გზა, ამისთვის საჭიროა მომზადება და ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ვემზადებით, რათა გავძლიერდეთ, გვჭირდება ჩვენი პარტნიორების დახმარება. ჩვენთვის რთულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რაც შეეხება დიპლომატიურ გზას, ზელენსკის თქმით, მათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაათავისუფლონ ხალხი, უკრაინამ უკვე შესთავაზა რამდენიმე წინადადება {რუსებს}, მათ შორის შუამავლის მეშვეობით, ასევე ფორმულის მიხედვით „დაჭრილები დაჭრილებზე“, მაგრამ რუსეთი ამაზე თანახმა არ არის.