png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვიდრე აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინაა. მარიუპოლი ყოველთვის უკრაინაა - "აზოვის" პოლკის ერთ-ერთი მეთაური

  • მსოფლიო
  • 22.04.2022
  • 12:45
ვიდრე აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინაა. მარიუპოლი ყოველთვის უკრაინაა - "აზოვის" პოლკის ერთ-ერთი მეთაური

პოლკ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე  ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მისივე თქმით, მარიუპოლის დამცველები დანებებას არ აპირებენ, მაგრამ მზად არიან ქალაქიდან გავიდნენ იარაღით და იმ პირობით, რომ მათ უსაფრთხოების გარანტი მესამე ქვეყანა იქნება.

პალამარი აღწერს ბოლო დღეებში უკრაინელი სამხედროების ბრძოლას რუსეთის არმიის წინააღმდეგ: „ქარხნის წინააღმდეგ შტურმი ღამითაც გრძელდება - საზღვაო არტილერიის  დახმარებით - ისვრიან ზღვიდან. ჰაერიდან ყრიან მძლავრ ბომბებს - მუდმივად მიმდინარეობს  ავიადარტყები, ბომბავენ ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემებიდან, ქვემეხებიდან“, - აღნიშნავს პალამარი.

სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ მასირებული დაბომბვების შედეგად სამრეწველო ზონაში შენობების უმეტესობა დანგრეულია. „აზოვსტალის“ ტერიტორია ფაქტობრივად განადგურებულია. ისინი {რუსები} იყენებენ მძლავრ ბომბებს, რომლებიც დიდ ნგრევას იწევენ, არიან დაჭრილები, დაღუპულები, სამოქალაქო პირები ნანგრევების ქვეშ არიან“, - აღნიშნავს პალამარი.

მშვიდობიანი მოქალქეების ზუსტი რაოდენობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არის. მანამდე მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობდა, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, შესაძლოა, იყოს 300-დან 1000-მდე ადამიანი.

როგორც პალამარი ამბობს, ეს ადამიანები იმყოფებიან ბუნკერებში, თითოეულ ბუნკერს 80-დან 100-მდე ადამიანი აფარებს თავს. „აქ არიან პატარა ბავშვები, სამი თვის ბავშვი, 14 წლის, ერთ-ერთ ბუნკერში 17 ბავშვია და 80-მდე უფროსი, ქალები, მოხუცები... ჩვენი აზრით, ასობით მშვიდობიანი ადამიანია. მაგრამ მათთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - აღნიშნა პალამარმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო შუამავლებს შეუძლიათ დაეხმარონ ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქის დამცველებს გამოსვლაში. მისი თქმით, 500-მდე დაჭრილი ჰყავთ.

პალამარი ამბობს, რომ რუსეთის წინადადებას იარაღი დაყარონ და ტყვედ ჩაბარდნენ, არ დათანხმდებიან. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ მათ მარიუპოლი აიღეს, ტყუილია. „მიმართვებში ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდრე ჩვენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინაა. მარიუპოლი ყოველთვის უკრაინაა, რაც არ უნდა თქვან. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ მარიუპოლის ტერიტორიაზე ვართ, თქვა პალამარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge