რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 21 200-მდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი
- მსოფლიო
- 22.04.2022
- 13:00
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 21 200-ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 838;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 162 ;
საარტილერიო სისტემა - 397;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 138;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 69;
თვითმფრინავი - 176;
ვერტმფრენი - 153;
საავტომობილო ტექნიკა - 1 523 ;
გემი/კატერი - 8;
საწვავმზიდი - 76;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 172;
სპეციალური ტექნიკა - 27;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200