png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი კიევში ზელენსკის შეხვდნენ

  • მსოფლიო
  • 25.04.2022
  • 11:57
ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი კიევში ზელენსკის შეხვდნენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის მთავრობის მესვეურებს შეხვდნენ.

შეხვედრა 24 აპრილს გაიმართა. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ბლინკენისა და ოსტინის კიევში ვიზიტი მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდა, რაც მათ უკრაინა დატოვეს.

ოსტინმა და ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში კიევში ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და დააბრუნებს ამერიკელ დიპლომატებს, რომლებმაც ომის გამო დატოვეს უკრაინა.

ბლინკენი და ოსტინი უკრაინას და მის მოკავშირეებს ახალ 713 მილიონი დოლარის თავდაცვით პაკეტს დაჰპირდნენ. ამ თანხიდან 322 მილიონი დოლარი კიევს გადაეცემა, დანარჩენი კი - იმ 15 ქვეყანას, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს, რათა მათ საკუთარი არსენალში არსებული დეფიციტი აინაზღაურონ.

სააგენტო AP აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი განსხვავდება წინა პაკეტებისგნა: ეს არ არის პენტაგონის არსენალიდან იარაღის გამოყოფა, არამედ ნაღდი ფული, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ტიპის იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინა და მისი მოკავშირეები საჭიროდ მიიჩნევენ.

კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინისთვის 165 მილიონი დოლარის არაამერიკული წარმოების საბრძოლო მასალის მიყიდვას, რომელიც თავსებადია უკრაინის არმიის მიერ გამოყენებულ იარაღთან.

24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკვე 3,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge