primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 22.02.2016
  • 13:46
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

იაპონიის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის თავმჯდომარესთან, ტადამორი ოშიმასთან გამართა. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ორმხრივი შეხვედრის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა, რაზეც ფინანსური დახმარების რაოდენობა, ინვესტიციები და მაღალი დონის ვიზიტებიც მეტყველებს. მისივე განცხადებით, საქართველოსთან, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანთან, ურთიერთობა მნიშვნელოვანია იაპონიისთვისაც. დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი საკითხი იაპონიაში ქართული ღვინის  პოპულარიზაცია იყო.

"ძალიან საყურადღებოა, რომ იაპონია დგამს სერიოზულ და აქტიურ ნაბიჯებს მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობისთვის. ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებიც კი აქვთ განზრახული და კარგია, რომ საქართველო ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყნად მიაჩნიათ. იყო შეხვედრები თავდაცვის მინისტრების დონეზე, იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იაპონიაში და ვხედავთ ძალიან აქტიურ დაინტერესებას იაპონური ბიზნესის საქართველოთი. ბატონმა სპიკერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა სარგებელს ხედავენ ისინი საქართველოსთან ურთიერთობაში. საქართველო, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ჯაჭვი, დერეფანი, ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვისაც. მათ ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, მოსაზრებები და ეს ყველაფერი მიმდინარეობდა იმ ფონზე, რომ იაპონიაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართული ღვინო.  ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თემებზე და ძალიან კონკრეტული რჩევებიც მოგვცა, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, როგორ შეგვიძლია იაპონიაში ქართული ღვინის უფრო მეტად პოპულარიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ, რომ ქართული ღვინო ისეთ ქვეყნებში, როგორიც იაპონიაა, ნელ-ნელა ხდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელსაც უნდა მოჰყვეს სხვა ტიპის ბიზნეს-ურთიერთობებიც. ასე რომ, საინტერესო, ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ასევე გავაგრძელებთ სხვა კოლეგებთან საუბარს დღეს და ხვალ",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

23 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან და იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტთან გამართავს. ამავე დღეს დაგეგმილია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა იაპონიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ტოკიოში გამართულ შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები - დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე ესწრებიან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე შედიან. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge