საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ვითარებაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა - მარგარიტა სიმონიანი
- პოლიტიკა
- 26.04.2022
- 17:08
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ვითარებაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა, - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი Telegram-ის გვერდზე წერს.
„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ვითარებაში ზოგადად გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს სამშვიდობოებს ესროლა, თავად დააპატიმრა, სანქციებს მხარი არ დაუჭირა, მისი რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ოდკბ-ს ზოგიერთი წევრის. ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა? ისინი ამას მოუთმენლად ელიან“, - ამბობს სიმონიანი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200