რუსეთის საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგმა უკრაინაში 22 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 27.04.2022
- 12:09
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 22 400 -ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 939;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 342 ;
საარტილერიო სისტემა - 421;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 149;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 71 ;
თვითმფრინავი - 185;
ვერტმფრენი - 155;
საავტომობილო ტექნიკა - 1 666 ;
გემი/კატერი - 8;
საწვავმზიდი - 76;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 207;
სპეციალური ტექნიკა - 31;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.