primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

მოვითხოვთ კატეგორიულად, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში - ნიკა გვარამია

  • პოლიტიკა
  • 27.04.2022
  • 19:58
მოვითხოვთ კატეგორიულად, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, სადაც კვალიფიციური და არასტრესული გარემო იქნება.

"მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვნახეთ, მდგომარეობა მართლა კრიტიკულია, გარდამავალი უკვე ტერმინალური მდგომარეობის მიმართულებით. მაღალია უკვე ძალიან რისკი ლეტალური გამოსავლის. მიხეილ სააკაშვილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს, მას მიმღეობა არ აქვს უბრალოდ საკვების. რაღაცა გამონაკლისების მიღება შეეძლო ისიც მცირე რაოდენობით და იცით, რომ ამის გარეშე დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ.

მიზეზი როგორც სახალხო დამცველის დასკვნით იკვეთება და რასაც ჩვენ აქამდეც ვამტკიცებდით, მათ შორის ალტერნატიული კონსილიუმი პირველ რიგში, ეს არის PTSD, ანუ პოსტტრავმული აშლილობის სინდრომი, არავის არ ეგონოს, რომ ბავშვობის ტრავმებისგან დგება. ეს არის ამ დაწესებულებებში მიღებული შედეგი. PTSD-ს ორმაგი გაშიფვრა აქვს - იშიფრება წამების შემდგომი სტრესულ აშლილობადაც. ჩვენ ამასთან გვაქვს რეალურად საქმე და სრულიად მკაფიოა ჩემი აზრით ის, რაც მოვისმინეთ დღეს სახალხო დამცველისგან და უალტერნატივოა, რომ ეს ადამიანი რომელიც სხვათაშორის ახლა გაცილებით უარესადაა, ვიდრე თავის დროზე იყო ამ წამებისა და შიმშილობის შემდეგ, ეს ადამიანი საკვებს ვერ იღებს იმის გამო, რომ მას ეს არ შეუძლია მისი სტრესული მდგომარეობის გამო და მან სრულად უნდა შეიცვალოს ადგილსამყოფელი, არ უნდა იყოს არც ბარდაგი არც რამე სხვა და გამოჯანმრთელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში რომელიც როგორც ასევე მოვისმინეთ, საქართველოში არ მოიძებნება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩვენი დასკვნაა უკვე სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზე გაკეთებული და მოთხოვნაც, რომელსაც აქამდე ვაყენებდით, სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი სხვა ქვეყანაში, სადაც კვალიფიციური და ასევე არასტრესული და არატრავმული გარემო იქნება. ამას მოვითხოვთ კატეგორიულად და უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამგვარი მდგომარეობა ხელისუფლებამ იცის, ისიც იცის, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა მაგრამ აბსოლუტურად მიზანმიმართულად და ღიად, ისე რომ ჩვენც კი გვაჩვენებს ამას, მიყავთ ადამიანი სიკვდილამდე. ყველა უნდა დავფიქრდეთ, რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება. არამარტო იმიტომ, რომ ასე უნდა რუსეთს, ამას შესაძლოა სხვა გაგრძელებები მოჰყვეს და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, დღევანდელი პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ რომ მათ სურდეთ ამგვარი განვითარებები იმიტომ რომ სააკაშვილის სიკვდილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დადგება, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება სერიოზული პრობლემების წყარო გახდეს", - ამბობს ნიკა გვარამია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge