png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილის მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოვიდოდა გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად და ჩაერთვებოდა ომში საქართველოს სახელით - კობახიძე

  • კომენტარები
  • 28.04.2022
  • 13:09
სააკაშვილის მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოვიდოდა გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად და ჩაერთვებოდა ომში საქართველოს სახელით - კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, რათა აეჭრა სიტუაცია, მთავარი მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად და ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს უნდოდა თბილისში შემოეყვანა რუსული ტანკები. მისივე თქმით, სააკაშვილს ეს გეგმა ხელისუფლებამ ჩაუშალა.

„სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისთვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია. ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი, ბუნებრივია, იყო ხელისუფლების გადატრიალება, რაც ჩვენ საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს. ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან – გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად, უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნები, ამას ბუნებრივია ინფორმაციებზე დაყრდნობით ვამბობთ. ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც ომის პარტიას ჩაეშალა. ამ მიზნით ჩამოვიდა ის საქართველოში. ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი უკვე უნდა ჩართულიყო ომში. 2008 წელს მან საკუთარ მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორსა და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები, ახლა მაქსიმალურად შეეცდებოდა, რომ თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge