primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

Time: ომის პირველივე ღამეს რუსებმა უკრაინის პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება ორჯერ სცადეს

  • მსოფლიო
  • 29.04.2022
  • 21:06
 Time: ომის პირველივე ღამეს რუსებმა უკრაინის პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება ორჯერ სცადეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოცემა Time-თან რუსეთის შეჭრის პირველ დღეებს იხსნებს და ამბობს, რომ ომის პირველ საათებში მას რთული და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა საკუთარი თავის და ოჯახის მიმართ.

 „მახსოვს იმ ღამის გარკვეული მომენტები. აფეთქებები. ბავშვები. ჩვენ ისინი გავაღვიძეთ. ძალიან დიდი ხმაური იყო, ყველგან აფეთქებები“, - იხსენებს ზელენსკი.

ზელენსკის ქალიშვილი 17 წლისაა, ვაჟი - ცხრის. მშობლებს სურდათ მათი გამგზავრება, მაგრამ გათენებამდე გადაწყვიტეს, რომ ოჯახი კიევში დარჩებოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ სამხედროებმა ზელენსკის აცნობეს, რომ კიევში შევიდნენ მედესანტეების ჯგუფები, რომელთა მიზანიც პრეზიდენტისა და მისი ოჯახის განადგურება იყო.

პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ ზელენსკის უახლოესი მომხრეები, ზოგიერთი მათგანი ოჯახთან ერთად. სასახლეში პარლამენტის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკიც მივიდა, რითიც პრეზიდენტის პროტოკოლი დაარღვია. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტს არ ძალუძს უფლებამოსილების განხორციელება, ძალაუფლება სპიკერის ხელში გადავა.

მაგრამ სტეფანჩუკს არ უფიქრია თავის უსაფრთხოებაზე და პრეზიდენტის გვერდით ყოფნა არჩია.

დაცვა აფრთხილებდა, რომ შენობა, სადაც პრეზიდენტის ოფისია განთავსებული, შესაძლოა, უახლოესი საცხოვრებელი სახლებიდან სნაიპერების სამიზნე გამხდარიყო, მაგრამ უკრაინის მთავრობამ იქ დარჩენა გადაწყვიტა. დღის განმავლობაში შენობის გარშემო ბარიკადები აღმართეს. ომის პირველი დღის საღამოსვე შენობაში მყოფებს იარაღი დაურიგდათ. იმავე ღამეს რუსმა სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება ორჯერ სცადეს.

პირველ კვირებში ზელენსკის თითქმის არ ეძინა. ყოველდღე დილის  ხუთ საათზე სარდლობის ანგარიშს ეცნობოდა მიმდინარე მოვლენების შესახებ.

როდესაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ზელენსკის მისი და მისი ოჯახის ევაკუაცია შესთავაზა, პრეზიდენტის პირადი დაცვა ურჩევდა უარი არ ეთქვა, თუმცა ზელენსკიმ ეს შეთავაზება არ მიიღო.

 „ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ მიღებული გადაწყვეტილებები - ზოგი შეგნებული, ზოგი - შემთხვევითი, სწორი იყო“, - თქვა ზელენსკიმ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge