png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიდი პატივია ერთგულად ემსახურო შენს ქვეყნას, იყო ქართული ჯარის ნაწილი, დიდი სიამაყის განცდაა შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.04.2022
  • 12:15
დიდი პატივია ერთგულად ემსახურო შენს ქვეყნას, იყო ქართული ჯარის ნაწილი, დიდი სიამაყის განცდაა შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში - ღარიბაშვილი

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი პატივი და პატრიოტიზმია ერთგულად ემსახურო შენს ქვეყნას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის ნაწილი.

"დიდი სიამაყის განცდაა შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინდა ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის.

დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას და სტაბილურობას.

თავდაცვის ძალების დღეს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და ჯარს და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე.

მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების,გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ძალიან დიდია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასევე ძალიან მიხარია, რომ მათ კვალდაკვალ, ჩვენ გვყავს ახალგაზრდა სამხედროები, მაღალი დონის სამხედრო განათლებით, დიდი მოტივაციით და შემართებით, რომლებიც გამოცდილი მებრძოლების გვერდით იმაღლებენ თავიანთ პროფესიონალიზმს და განასახიერებენ ჩვენს მომავალს.

თავდაცვის ძალების დღეს უნდა გავიხსენოთ ჩვენი დაღუპული გმირი მეომრები. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ისინი ყოველთვის დარჩებიან ჩვენი ჯარის და საზოგადოების მეხსიერებაში, როგორც პატრიოტიზმის და თავდადების მაგალითი”, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge